„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ გუშინ ზუგდიდში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს თავს დაესხნენ. როგორც წითლიძე აცხადებს, თავდამსხმელები „ქართული ოცნების” აქტივისტები არიან.
„ესენი არიან „ქართული ოცნების“ ზონდერების ნაწილი, რომლებიც თავს დაგვესხნენ დღეს ბარამიას ჩასახლებაში. ესენი გვირტყამდნენ უმოწყალოდ. ამათი გაშიფვრა მარტივია, თუ პოლიცია მოინდომებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მათგანის იდენტიფიცირება შესაძლებელი და მარტივია. აბა, თუ შეძლებთ. ნაწილი გაშიფრული გვყავს. ვისაც გეცნობათ ეს ადამიანები, დაგვეხმარეთ ამოცნობაში და მომწერეთ პირადში”, – წერს წითლიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.