საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია Wizz Air აბუ-დაბის, ბარსელონის, ვენისა და ბერლინის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს.
ავიარეისები კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული. გაერთიანების ცნობით, ბილეთების შეძენა 4 ახალ მიმართულებაზე უკვე შესაძლებელია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის – ვენისა და ბერლინის მიმართულებით.
„ასევე, 16 დეკემბერიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი – აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, “- ამბობენ სამინისტროში.