WIZZ AIR EURO 2024-სთვის ფრენებს ამატებს, ბილეთის ფასი 199 ევროდან იწყება

პუბლიკა

Wizz Air 2024-სთვის საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს.

ავიაკომპანიის ცნობით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა.

ბილეთის ფასი 199 ევროდან იწყება. [შესწორება: კომპანიამ თავდაპირველად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ფასი ფიქსირებულია. მოგვიანებით, ეს შეცვალა].

„საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიული მომენტი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის, სწორედ ამიტომ, Wizz Air-ს სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი.

ფრენების განრიგის ადაპტირებით მატჩების თარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გაემგზავრონ გერმანიაში და ადგილზე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. ფრენების ახალი განრიგით გულშემატკივრები უპრობლემოდ შეძლებენ თამაშზე დასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას”. – თქვა Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერმა, ჟაჟა ტრუბეკმა.