წლევანდელ ADAMI მედიაპრიზის 12 ნომინანტიდან 4 საქართველოდანაა

პუბლიკა

აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისთვის ADAMI მედიაპრიზს 12 ნომინანტი ჰყავს, რომელთაგან 4 საქართველოდანაა. ოთხივე ნომინირებული ქართული ფილმი ქალი უმცირესობების უფლებების თემას ეხება.

ყველა მათგანი ახალგაზრდა ქალი კინორეჟისორისა და ჟურნალისტის მიერ არის მომზადებული. ანა ღუდუშაური, ეკა ქევანიშვილი და გიულგიუნ მამედხანოვა რეგიონებში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალების ადრეული ქორწინებისა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებს მიმოიხილავენ. ADAMI მედიაპრიზის ჟიურის წევრების აზრით, მათი ფილმები, „სოფელი ფერმა“, „გიულგუნი თექალოდან“ და „16 წლის ცოლები“, „საინტერესო მტკიცებულებებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს წამოსწევენ, ჰყავთ მომნუსხველი პერსონაჟები და მხატვრულად და სტილისტურადაც მომხიბლავია“.

ელენე ცინცაძის ფილმმა „გოგონა ჰიჯაბის გარეშე“, რომელიც ირანელი დევნილის ამბავს გვიყვება, მეოთხე ნომინაცია მოიპოვა. ცინცაძე #whitewednesdays მოძრაობის ირანელი აქტივისტის, მარიამ შარიფის ცხოვრებას იკვლევს. 31 წლის ახალგაზრდა ქალი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ქვეყანა. დღეს ის საქართველოში ცხოვრობს.

12 ნომინანტი ჟიურიმ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან შესული 300 საკონკურსო განაცხადიდან შეარჩია.

ADAMI მედიაპრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი მედიაპრიზია, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ეთნიკური, რელიგიური და კულტურული უმცირესობების, მიგრაციისა და რასიზმის საკითხებს ფარავს.

2020 ADAMI მედიაპრიზის ნომინანტები:

ADAMI მედიაპრიზი საინფორმაციო პროგრამებისა და დოკუმენტური ფილმებისთვის:

● ჟანინი, ვლადიმირ ბოკუნი, ბელარუსი;
● ნიკოლაი კანტაბინი, ანდრეი კაპტარენკო, TV8 Moldova, მოლდოვა.

ADAMI მედიაპრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის:

● სოფელი ფერმა, ანა ღუდუშაური, ტვ იმედი, საქართველო;
● გოგონა ჰიჯაბის გარეშე, ელენე ცინცაძე, ტვ იმედი, საქართველო.

ADAMI მედიაპრიზი გასართობი პროგრამებისა და მხატვრული ფილმებისთვის:

● დედა, ვიტალი გაიდარჯი, Media Birlii, მოლდოვა;
● სიმღერების ქვეყანა, სტანისლავ მედვედევი, UA:PERSHY, უკრაინა.

ADAMI მედიაპრიზი ვებვიდეოებისთვის:

● ლექსები ჭაობიდან, დიმა დედოკი, ბელარუსი;
● გიულგუნი თექალოდან, ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო
თავისუფლების თბილისის ბიურო, საქართველო;
● შეწყვეტილი მოგონებები, კრისტინია სოლოიანი, დავით ავეტისიანი,  ჩაი ხანა, სომხეთი.

ADAMI მედიაპრიზი ახალგაზრდა Adami:

● უსაფრთხო ზონა, არფი ბაქარიანი, ჩაი ხანა, სომხეთი;
● 16 წლის ცოლები, გიულგიუნ მამედხანოვა, GIPA, საქართველო;
● ზღაპარი, ირინა კიპორენკო, INDIE LAB, უკრაინა.

სამშაბათს, 20 ოქტომბერს 17:20 საათზე (მოლდოვას დროით), მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პირდაპირ ეთერში გამოცხადდება ნამუშევრები – ADAMI-ს სპეციალურ აღნიშვნა და COVID 19.

ფილმები სომხურ-აზერბაიჯანულ მეგობრობაზე

ADAMI მედიაპრიზზე ასევე ნომინირებულია ისეთი ფილმები, რომლებიც სომხურ-აზერბაიჯანულ მეგობრობას ეხება:

„ჩაი ხანას“ მიერ მომზადებული ფილმი „შეწყვეტილი მოგონებები“ სომხურ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის შედეგია: ორივე მხარეს გადაღებული მასალა გვიყვება ორი ასაკოვანი ქალის ისტორიას. მათგან ერთი აზერბაიჯანელი, მეორე კი სომეხია. ახალგაზრდობაში ისინი ყოველ ღამე ერთად სვამდნენ ჩაის, მაგრამ უკვე 30 წელია მათი სოფლები გადაულახავი საზღვრით არის გაყოფილი. ორი ასაკოვანი ქალი ალბათ ვეღარასდროს მოახერხებს ერთმანეთის ნახვას. „შესანიშნავი პოეტური ფილმი ძლიერი მესიჯით“ – ასე დაახასიათა ნამუშევარი კატრინ ეიგენდორფმა, ZDF-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა, რომელიც წლევანდელი ჟიურის წევრი გახლდათ.

არფი ბექარიანის (ჩაი ხანა) „უსაფრთხო ზონა“ კი ექსპერიმენტული სახით აჩვენებს თბილისში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებულ დაფარულ მეგობრობას.

ხუთ კატეგორიაში გამარჯვებულები 10 დეკემბერს, საერთაშორისოდ ტრანსლირებულ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გამოვლინდებიან. ტრანსლაციის ნახვა პირველი არხის (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში და რამდენიმე ონლაინსტრიმინგის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.