წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, ქალაქის სატრანსპორტო გენერალური გეგმის ჩაბარების თარიღმა აგვისტოდან წლის ბოლომდე გადაინაცვლა.

„წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები და თბილისს ეყოლება განახლებული ახალი „ევრო 6“ ტიპის ეკოლოგიურდ სუფთა ავტობუსები. ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, აგვსიტოსში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გადაიწევს ეს თარიღი“, – განაცხადა კალაძემ.