QUIZ| გამოიცანი ევროპულ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი

ეს ფეხბურთელი სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა

Correct! Wrong!

ხვიჩა კვარაცხელია მისთვის სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, მან „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის Serie A მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოც დაიმსახურა.

ეს ქართველი ფეხბურთელი 6 წლის განმავლობაში ნიდერლანდების „ვიტესის“ კაპიტანი იყო

Correct! Wrong!

გურამ კაშია ნიდერლანდების „ვიტესში“ 8 წელი გაატარა, აქედან 6 წლის განმავლობაში ის გუნდის კაპიტანი იყო.

რომელი მოთამაშის ტრანსფერია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

Correct! Wrong!

ქართული ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა, როდესაც გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ პრემიერლიგის „ლივერპულში“ გადავიდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ახალ კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.

ეს ფეხბურთელი შოთა არველაძის შემდეგ პირველი ქართველია, ვინც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა

Correct! Wrong!

შოთა არველაძის ბოლო მატჩიდან 12 წლის შემდეგ ესპანურ ლალიგაში გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა, მან ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ რამდენიმე წუთი გაატარა მოედანზე.

ეს ფეხბურთელი გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

Correct! Wrong!

ოთარ კიტეიშვილმა 2023/2024 წლების სეზონში „შტურმთან" ერთად ავსტრიის ბუნდესლიგა მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან, რომელი არ გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი გასულ სეზონში?

Correct! Wrong!

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანთან“ ერთად მოიგეს სლოვაკეთის ჩემპიონატი, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი „შახტართან“ ერთად უკრაინის ჩემპიონობა იზეიმა.

ვინ არის ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად შეფასებული მეკარე?

Correct! Wrong!

Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი 45 000 000 ევროდაა შეფასებული, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

რომელი ქართველი ფეხბურთელი გახდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი?

Correct! Wrong!

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე 3 გოლით გასული ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

ჩამოთვლილთაგან, საქართველოს ნაკრების რომელი ფეხბურთელი თამაშობს გერმანულ კლუბში?

Correct! Wrong!

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „კარლსრუეს“ წევრია.

QUIZ| გამოიცანი ევროპულ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი

უკეთაც შეიძლებოდა! იმედი გვაქვს, ამ ქვიზით უფრო მეტად დაინტერესდით ქართული ფეხბურთით.

კარგი შედეგია! როგორც ჩანს, ევროპაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს თვალს ყურადღებით ადევნებთ.

ყოჩაღ! როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთს თვალს მუდმივად ადევნებ და ალბათ, საქართველოსაც გულმხურვალედ გულშემატკივრობდი!

Share your Results: