Quiz | რა იცი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტებზე

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე რომელ ეკლესიაში ჩადიოდა წვიმა, რის გამოც ფრესკები დაზიანდა?

Correct! Wrong!

2020 წლის თებერვალ-მარტში დაზიანებები გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვაში გამოვლინდა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი დაბალი ხარისხის იყო, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია. ხარვეზების სათანადოდ გამოვლენისა და კვლევებისთვის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა. კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.

რის მშენებლობა იგეგმება ალავარდის ტაძრის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე?

რენდერი
Correct! Wrong!

ალავერდის ტაძრიდან დაახლოებით 500 მ. სიახლოვეს იგეგმება 32-ნომერიანი სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროს ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე კომპანია „ბადაგონი“აშენებს. სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს. სასტუმრო წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას შეძლებს. ხელოვენბათცოდნეები მწვავედ აკრიტიკებენ ამ ინიციატივას და აცხადებენ, რომ ალავერდის ტაძართან სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია, ვინაიდან ირღვევა ეროვნული კატეგორიის ძეგლისთვის კანონით გათვალისწიუნებული ვიზუალური დაცვის არეალის მოთხოვნები, ამასთან, ალავერდი მსოფლიო მემკვდრეობის ძეგლის ნუსხაში მოხვედრის კანდიდატია და მისი დაცვის სტანდარტები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ სტატუსის მქონე ძეგლზე.

რომელ ძეგლზე გამოაქვეყნა სამინისტრომ დასკვნა, სადაც საუბარი იყო შენობის „არარენტაბელურობაზე“?

Correct! Wrong!

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ხელოვნების მუზეუმის შენობის ფიზიკური მდგრადობის საკითხი. ამას წინ უძღოდა მინისტრის განცხადებები, რომ ხელოვნების მუზეუმი „ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა“. მინისტრის განცხადებების შემდეგ გამოქვეყნდა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების“ შესახებ კვლევა, რომელშიც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“. მინისტრის ამ განცხადებებს მწვავე პროტესტი მოჰყვა. ისინი შიშობდნენ, რომ სამინისტრო მუზეუმის შენობის დემონტაჟი სურდა. პერიოდულად ხელოვნების მუზეუმსა და სამინისტროსთან მიმდინარეობდა აქციები, რის შემდეგაც სამინისტროს მხრიდან შენობის „არარენტაბელურობაზე“ საუბარი შეწყდა. 18 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება.

რატომ აპროტესტებენ მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 19- სართულიან მშენებლობას?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
Correct! Wrong!

შპს „ამბასადორმა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში 2019 წელს 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენების უფლება მოიპოვა. 2019 წლის დასაწყისში კომპანიამ თავისი ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება სცადა, რაზეც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა. 2019 წელს „ამბასადორმა“ 4 სართულის 15-მდე გაზრდა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო, თუმცა 2021 წლის „ამბასადორს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი [აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ] სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მიეცა. მოქალაქეები აცხადებდნენ, ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება კერძო კომპანიის სასიკეთოდ მიიღო და არ გაითვალისწინა საჯარო ინტერესი. მათი თქმით, ბათუმის ბულვარი ქალაქის სავიზიტო ბარათია, ხოლო მერიამ ისტორიულ პარკში უკანონო მშენებლობა დაუშვა.

2021 წლის ზამთარში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის კიდევ ერთ ძეგლში ჩადიოდა წყალი. რომელი ძეგლი იყო ეს?

Correct! Wrong!

2021 წლის იანვარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ბაგრატის ტაძარში წვიმის წყალი ჩადიოდა და კედლები სველდებოდა. აღსანიშნავია, რომ შენობაში წყლის ჩადინების შესახებ ინფორმაცია 2016 წელსაც ვრცელდებოდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წელს პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა მან კვლავ იჩინა თავი. 2009 წლიდან დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ რეკონსტრუქციის პროექტი ტაძრის ავთენტურობას არღვევდა. ბაგრატის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო. 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო. ის მე-11 საუკუნის ძეგლია.

რომელი არქოლოგიური ობიექტი ააფეთქეს 2014 წლის 13 დეკემბერს?

Correct! Wrong!

2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია „RMG Gold“-მა საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვი ააფეთქა და მადნის მოპოვება დაიწყო. მეცნიერთა მტკიცებით, ბორცვის სიღრმეში მდებარეობდა უძველესი - ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის - ოქროს მაღარო. მათივე თქმით, საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღარო მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი იყო. საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც მას ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლება მიენიჭა.

რომელ შუა საუკუნეების ძეგლში დაიწყეს სასულიერო პირებმა მარმარილოს იატაკის დაგება და მონიტორინგის მიზნით მისული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები არ შეუშვეს?

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო
Correct! Wrong!

2019 წელს ყიწვისის XIII საუკუნის დასაწყისის ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა თვითნებური რემონტი გააკეთეს და ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საჯაროდ განაცხადა, რომ რემონტი უკანონო იყო. ასევე აღნიშნეს, რომ მონიტორინისთვის მისული ინსპექტორები სასულიერო პირებმა არ შეუშვეს.

გახსოვთ თუ არა, რა ფუნქციით სურდა ინვესტორს კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის დატვირთვა?

Correct! Wrong!

კინოთეატრი „რუსთაველი“ არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით 1939 წელს აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობაში ინვესტორს სასტუმროს განთავსების გეგმა ჰქონდა. პროექტით გათვალისწინებული იყო ასევე ძეგლის იერსახის ცვლილებაც. თბილისის არქიტექტურის სამსახურს შენობის ესკიზი მოწონებული აქვს. პროექტთან დაკავშირებით პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

რომელი მასშტაბური პროექტი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მოხვდა?

Correct! Wrong!

„პანორამა თბილისის" კომპლექსის - სასტუმროსა და გოლფ კლუბის ერთი ნაწილის მშენებლობა თაბორის ქედზე დაიწყო, ხოლო შენობის მეორე ნაწილი თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში იქნება განთავსებული. შენობები ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდებიან. ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები აცხადებდნენ, „პანორამას“ მშენებლობა თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, კანონით აკრძალულ ტერიტორიაზე დაიწყო.

ჩამოთვლილთაგან, რომელი მათგანის მშენებლობაა დაგეგმილი ძველ თბილისში, რომელიც სპეციალისტების აზრით პრობლემურია თავისი მასშტაბის გამო და მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს ერთმანეთისგან ჩაკეტავს?

Correct! Wrong!

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) ქუჩასთან, „საქანელას“ ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულომ „საქანელას პროექტის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, თუმცა პროექტს მშენებლობის ნებართვა ჯერ არ მიუღია. დარგის სპეციალისტები პროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის ძველ თბილის ავთენტიკურ იერსახეს დაუკარგავს, წარმოქმნის ახალ უბანს და ერთმანეთისგან ჩაკეტავს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს.

რისი მშენებლობა დაიწყო აქეოლოგიური ობიექტებით მდიდარ ხადას ხეობში?

Correct! Wrong!

ხადას ხეობაში რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება რისკის წინაშე აყენებს თბილისიდან 100 კმ-ში მდებარე დაახლოებით 9 კმ-ს სიგრძის ხადის ხეობას, რომელიც საქართველოში „60 კოშკის ხეობადაა" ცნობილი. ხეობაში შემორჩენილია არქეოლოგიური არტეფაქტები, ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშები, ეკლესიები, გალავნიანი ციხეები, ცალკე მდგომი კოშკები, მემორიალური ადგილები, წარწერიანი ქვებისა და ქვა-ჯვრები. ეს ძეგლები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილ-შეფასებული და არ არის სრულად შეფასებული რა ზემოქმედება ექნება მშენებლობას აქ არსებულ არქეოლოგიურ თუ ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

Quiz | რა იცი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტებზე

მეტი ყურადღება გმართებთ თქვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რადგან ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა მოქალაქის იდენტობის განმსაზღვრელია და ეს სიმდიდრე ყველას ეკუთვნის

თქვენ საკმაოდ ინფორმირებული ხართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს მნიშვნელოვანი საკითხები შეიძლება საკითხები შეიძლება ყურადღების მიღმა დაგრჩეთ. საზოგადოების ინფორმირებას, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს

როგორც ჩანს, თქვენ ძალიან გაწუხებთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული პრობლემები. ყურადღების მიღმა არ გრჩებათ მნიშვნელოვანი საკითხები და კარგად გაქვთ გაცნობიერებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შენი კულტურული მემკვიდრეობას და მისი დაცვა

Share your Results: