QUIZ| რამდენად ინფორმირებული ხარ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
როგორ უნდა დააფიქსირო საარჩევნო ბიულეტენზე შენი არჩევანი?
წელს საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა შეცვლილი წესით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი შემოხაზვის ნაცვლად გაფერადებით უნდა დააფიქსიროს.
რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომ პარლამენტში მოხვდეს?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი მოქმედებს.
რამდენი საარჩევნო უბანი იხსნება საზღვარგარეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა 42 ქვეყანაში გახსნილ 67 უბანზე შეეძლებათ.
რა პრინციპით არის დალაგებული ქართული ოცნების სია 21-დან 50-ე ნომრამდე?
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია 21-დან 50-ე ნომრის ჩათვლით ანბანის მიხედვითაა დალაგებული. სიის 21-ე ნომერი აკაკი ალადაშვილია, 50-ე კი დიმიტრი ხუნდაძე.
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი?
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემადგენლობაში შედიან „ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“.
ვინ არის კოალიცია „ერთიანობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი?
კოალიცია „ერთიანობის“ სიის პირველი ნომერი თინა ბოკუჩავაა, კოალიცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ ჩამოაყალიბეს.
ჩამოთვლილთაგან, რომელი მოქმედი დეპუტატი ვერ მოხვდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში?
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და 2020 წლის საარჩევნო სიის მეორე ნომერი 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიაში ვერ მოხვდა.
ჩამოთვლილთაგან, რომელი პოლიტიკური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად?
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს „ლეიბორისტული პარტია“.
რომელი საარჩევნო ნომრით იღებს არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გახარია საქართველოსთვის“?
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის“ არჩევნებში 25 ნომრით იღებს მონაწილეობას.
რომელი კოალიციის წევრები არიან „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „რესპუბლიკური პარტია“?
კოალიციის „ცვლილებისთვის“ „ახალმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ დააფუძნეს, რომელსაც მოგვიანებით „რესპუბლიკური პარტია“ შეუერთდა.
Share your Results: