Quiz | რამდენად კარგად იცნობ საქართველო-რუსეთის „ურთიერთობის“ ისტორიას
როგორ „გამოიჩინა თავი“ ასპინძის ბრძოლაში ეკატერინე მეორის მიერ საქართველოში მოვლენილმა გენერალმა ტოტლებენმა?
საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმის გენერალმა ტოტლებენმა 1770 წელს ბრძოლის წინ, აწყურის ციხესთან მიატოვა დისლოკაციის ადგილი და დატოვა ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვრები. ტოტლებენმა უხეშად დაარღვია რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის დადებული შეთანხმება.
როგორ დაეხმარა რუსეთი ქართლ-კახეთის სამეფოს ამირ-ხანისა და აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებისას?
1785 წელს ამირ-ხანის 20 ათასიანი ლაშქრით შემოსევებისას რუსეთი საქართველოს არ დახმარებია. ის მას არ არც 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში. რუსეთიდან გამოგზავნილი რაზმი კრწანისის ბრძოლის დასრულებიდან სამ თვეში ჩამოვიდა. რუსეთმა უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებები, რაც არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი.
რომელ წელს გამოაცხადა რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია?
1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტი გამოსცა, რომელიც სიონში შეკრებილ ქართველებს 1802 წლის 12 აპრილს გააცნეს. ქართველების მხრიდან წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად, სიონის ტაძრის ირგვლივ რუსი ჯარი იყო შეკრებილი. ქართლ-კახეთის ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები. წინააღმდეგობებისა და აჯანყებების მიუხედავად, რუსეთის იმპერიამ ეტაპობრივად საქართველოს დანარჩენი სამეფო-სამთავროებიც გააუქმა და მისი ტერიტორიები თვითნებურად მიიერთა.
1811 წელს რუსეთმა საქართველოს ეკლესიას:
ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, გადააყენეს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II და რუსეთში გაიწვიეს. შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართული წირვა-ლოცვა და საგალობლები რუსულით ჩანაცვლდა. 1818 წლიდან ეგზარქოსებად მხოლოდ ეროვნებით რუსები ინიშნებოდნენ.
რუსული საეკლესიო მმართველობის მითითებით რომელი ეკლესიების ფრესკები შეათეთრეს და შელესეს?
რუსული საეკლესიო მმართველობის მითითებით შეილესა და კირით შეთეთრდა ალავერდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბიჭვინთის, კაცხის, ლურჯი მონასტრისა და სხვა ტაძრების ფასადები და ფრესკები. მეფის რუსეთის პერიოდში განადგურდა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და იკორთის კარიბჭეები.
1881 წელს რუსეთმა ქართული ენის სწავლება:
ქართული ენის სკოლებში სწავლების არასავალდებულოდ გამოცხადების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თანამოაზრეებთან ერთად 1879 წელს დააფუძნა.
დაასახელეთ რეგიონი დასავლეთ საქართველოში, სადაც 1905-1906 წლებში „რესპუბლიკა“ დაარსდა და მეფის რუსეთის ზეგავლენისგან გათავისუფლდა
1906 წელს გურულთა აჯანყება განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშეს. გურიის გლეხთა რევოლუციური მოძრაობის სათავეში ბენია ჩხიკვიშვილი იდგა. ის საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეული მოღვაწე იყო. ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1924 წელს სამშობლოში აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა, თუმცა ის იმავე წელს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.
რუსეთის რომელმა არმიამ მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია 1921 წელს?
1921 წლის თებერვალში, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის 7 მაისის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთი „ყოველ პირობის გარეშე აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“.
რომელ წლებს მოიცავს პერიოდი, როდესაც სტალინურმა რეპრესიებმა პიკს მიაღწია და ისტორიაში „დიდი ტერორის“ სახელით შევიდა?
1936-1938 წლების რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში საპყრობილეებში 60 ათასზე მეტი ადამიანი მოხვდა. მათგან დაახლოებით 20 ათასი დახვრიტეს.
რას გულისხმობდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინიციირებული ცვლილება კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომელსაც საქართველოში 1978 წელს რამდენიმე ათასი ადამიანი ქუჩებში გამოსვლებით წინ აღუდგა?
საპროტესტო აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიწყო და რუსთაველზე გაგრძელდა. ედუარდ შევარდნაძემ უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლის დასასრულ განაცხადა, რომ სახელმწიფო ენის სტატუსი ქართულს შეუნარჩუნდებოდა. 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.
რამდენი ადამიანი შეეწირა საბჭოთა არმიას 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე?
საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა - 427. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
აფხაზეთის ომის შედეგად, რამდენი ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულიყო?
1992-1993 წლებში რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით, სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. აფხაზეთი თითქმის დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან, რის შედეგად 350 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურდა ეუთოს, ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტების რეზოლუციებში.
რას მოჰყვა 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო, ფინანსური კავშირების გაწყვეტა, საქართველოს ათასობით მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება?
2006-2007 წლებში რუსეთმა საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია განახორციელა. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიცა 4 634 გაძევების ორდერი. 2 380 დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს. 2019 წელს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ, 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა, რომელიც რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია.
რამდენი ადამიანი შეეწირა რუსეთის აგრესიას 2008 წლის აგვისტოს ომში?
2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან - 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა 2,232-ს შეადგენს. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოში დევნილთა რიცხვი 26,000-ით გაიზარდა. საერთო ჯამში დღესდღეობით საქართველოში დევნილთა რაოდენობა 263 ათასს აჭარბებს.
Share your Results: