Quiz | რამდენად კარგად იცნობ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას
რომელი მწერლის რომანის მიხედვით გადაიღო ელენე ნავერიანმა ფილმი, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა?
თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი შაშვი მაყვალის“ მიხედვით გადაღებული ფილმი წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში მოხვდა, სადაც ის პირველად აჩვენეს. მწერლის ამ რომანს 2021 წელს წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში პრემია „საბა“ გადაეცა. მწერალს ეკუთვნის ასევე რომანი „გათვლა“ (2011 წელს საუკეთესო დებიუტისთვის „საბა“ მიიღო) და „აღმოსავლეთით“.
რომელ მწერალს ეკუთვნის რომანი „ვა, სოფელო“?
მწერალის და სცენარისტის ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“ 2019 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. მწერალი 2015 წელს გარდაიცვალა. „ვა, სოფელოს“ გარდა, მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მისი კიდევ ორი რომანი - „რექვიემი“ და „კოლაჟი მთვარის შუქზე“, ასევე, მოთხრობების კრებული „კენჭები“. ზაირა არსენიშვილი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ორომტრიალი“ (1986) და სხვ.
ზაზა ბურჭულაძის რომელი რომანი იწყება ასე: „ბავშვების ხოცვა სისასტიკეა. მაგრამ რამე ხომ უნდა ვუქნათ მათ!“
გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის ზაზა ბურჭულაძის რომანი „ვარდის სურნელი“ 2021 წელს გამოიცა. წიგნის ანოტაციის მიხედვით: „ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა“.
რომელ მწერალს ეკუთვნის პოეტური კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“?
პოეტის, მწერლისა და ჟურნალისტის ეკა ქევანიშვილის კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ 2021 წელს გამოიცა. მას ეკუთვნის ასევე პოეტური კრებულები - „სახლის გაყიდვა“ (2014 წელს საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „საბა“ გადაეცა), „ევაკუაციის გეგმა“, „აქ ნუ დადგებით“, „ჭორია“ და სხვა. ის ავტორია ასევე მოთხრობების კრებულის „არაფერი დედაჩემის შესახებ“.
რამდენჯერ აქვს აკა მორჩილაძეს პრემია „საბა“ მიღებული წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში?
მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატია წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში. მან პირველი პრემია 2003 წელს მიიღო რომანისთვის „ჩემი თავგადასავალი“, 2005 წელს რომანისთვის „სანტა ესპერანსა“, 2006 წელს -„ვენერას სიზმარისთვის“, 2008 წელს - „Maid in Tiflis-ისთვის“. 2012 წელს საუკეთესო რომანის კატეგორიაში დასახელდა „ობოლე“, ხოლო 2020 წელს აკა მორჩილაძის რომანი „კუბიდონი კრემლის კედელთან“.
რომელ მწერალს ეკუთვნის „მელის ტულეფია: Fox-Trot“, რომლიდან ნაწყვეტების კითხვაც 2014 წელს პოეტმა გიორგი ხასაიამ პარლამენტში, ერთ-ერთი კომიტეტის ხდომაზე დაიწყო?
მწერალ ზურაბ ქარუმიძის რომანი „მელია ტულეფია: foxtrot“ 2011 წელს გამოიცა. 2014 წელს მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა თქვა, რომ ზურაბ ქარუმიძე დიდი ბრიტანეთში ელჩად არ უნდა დანიშნულიყო, რადგან მან ამ წიგნით „სვანურ ტრადიციებსა და კულტურას შეურაცხყოფა მიაყენა“. ამის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მაშინ „კიბერ-თეატრის” წარმომადგენელმა და ახლა მოძრაობა „ხმის“ წევრმა გიორგი ხასაიამ ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყო და „მელია ტულეფიადან“ ნაწყვეტების წაკითხვა დაიწყო. გიორგი ხასაიას კომიტეტის სხდომის დარბაზი დაატოვებინეს.
რა ჰქვია ელზა გურგენიძის სადებიუტო რომანს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა?
ელზა გურგენიძის „ზაოდი“ 2022 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“. რომანის ანოტაციის მიხედვით, „ოსტატურად, ზომიერი იუმორით მოხელთებული ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე, პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა – ეს და კიდევ მრავალი რამ „ზაოდს“ სულმოუთქმელად საკითხავ რომანად აქცევს.“
ჩამოთვლილთაგან რომელი რომანი ეკუთვნის ნაირა გელაშვილს?
ნაირა გელაშვილი მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტია. მას ეკუთვნის არაერთი რომანი, მოთხრობების კრებული და ასევე, პოეტური კრებული. ის „კავკასიურ სახლის“ დამფუძნებელი და დირექტორია 1994 წლიდან. ნაირა გელაშვილის რომანმა „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ 2010 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო საუკეთესო რომანის კატეგორიაში, ხოლო მეორე რომანს - „მე ის ვარ“ 2013 წელს გადაეცა პრემია ამავე კატეგორიაში.
რომელი პოეტის რომელი ლექსიდანაა ეს ამონარიდი:
პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული ოცამდე პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები ნათარგმნია არაერთ ენაზე. როგორც ცნობილია ბესიკ ხარანაული 2010 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემაზე ერთ-ერთ კანდიდატად იყო წარდგენილი. პოეტს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს რუსთაველის პრემია, ილია ჭავჭავაძის პრემია, სახელმწიფო პრემია. ასევე, ორჯერ მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ კრებულებისთვის „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ (2016), „წიგნი ამბა ბესარიონისა“ (2004). 2012 წელს ასევე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები”, 1954-2005.
რომელი მწერლის ფსევდონიმი იყო მწერლობის დასაწყიში სოფიო კირვალიძე?
სწორედ ამ ფსევდონიმით შედგა ანა კორძაია-სამადაშვილის ლიტერატურული დებიუტი 2002 წელს. სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მან მოთხრობების კრებული „ბერიკაობა“, რომელმაც 2003 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთსო დებიუტის კატეგორიაში. ანა კორძაია სამადაშვილის ცნობილი რომანებია „ვინ მოკლა ჩაიკა“, „შუშანიკის შვილები“, ასევე მოთხრობების კრებული „მე, მარგარიტა“.
რომელი მწერლის წიგნებია „ნორვეგიული დღიური“ და „მექსიკური დღიური“?
მწერალი არჩილ ქიქოძე არა ერთი რომანის, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური პროზის ავტორია. მისი ცნობილი რომანებია „სამხრეთული სპილო“ და „ხვლიკი საფლავის ქვაზე“. არჩილ ქოქოძეს მიღებული აქვს ისეთი ლიტერატურული პრემიები, როგორიცაა „საბა“, „გალა“, „ლიტერა“.
რომელი მწერლის რომელი წიგნის გარეკანია?
ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი „ფსკერის სახარება“ 2018 წელს გამოიცა. 2020 წელს რომანისათვის ბუნკერი დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით. ამავე წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ივა ფეზუაშვილი ამ რომანისთვის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა 2022 წელს.
ვის ეკუთვნის პოეტური კრებული „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“
თეა თოფურიას ნაწარმოებები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, მოთხრობები და ლექსები კი შესულია ქართველი ავტორების პროზაულ თუ პოეტურ კრებულებში. ის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ნომინანტი და ლაურეატია. ავტორია პროზაულ-პოეტური კრებულის - „პიტნის კალო“, მოთხრობების კრებულის - „ორი ოთახი კაიროში“, ასევე არაერთი პოეტური და საბავშვო პროზაული კრებულისა. 2022 წელს გამოიცა მისი რომანი „იაკობის ჭასთან“.
Share your Results: