Quiz | როგორ გახსოვთ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ძეგლები?
რას უწოდებენ ამ ფერწერულ ნამუშევრებს?
ძველ ეგვიპტეში მუმიის დამარხვისას მის სარკოფაგს ყოველთვის უკეთებდნენ ნიღაბს, რომელიც მიცვალებულის გარეგნობის იდენტური იყო. ცნობილია როგორც ფარაონების, ასევე ჩვეულებრივი ადამიანების დასამარხი ნიღბები. მოგვიანებით, ძვ.წ. I ს-ში ეგვიპტე რომაელებმა დაიპყრეს და წესებიც ნელ-ნელა შეიცვალა. ახ.წ. I საუკუნიდან სარკოფაგის ნიღაბი ჩაანაცვლა ფაიუმის პორტრეტმა. ეს ტერმინი მომდინარეობს ფაიუმის ოაზისიდან, სადაც პორტრეტების უმრავლესობაა აღმოჩენილი. დღევანდელ დღეს ცნობილია ფაიუმის 900-მდე პორტრეტი.
რა დანიშნულება ჰქონდა ფოტოზე ასახულ შენობას, რომელიც დეირ ელ-ბაჰრიში მდებარეობს?
ძვ. წ. XXI-XVIII საუკუნეები შუა სამეფოს ხანაა ეგვიპტეში. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მენტუჰოტეპების ტაძარი დეირ-ელ-ბაჰრიში. რომელიც ნილოსის მარხენა სანაპიროზე მდებარეობს. ის შედგება პირამიდისგან (ანუ სამარხისგან) და სულისმოსახსენებელი ტაძრისგან.
რომელი ქალღმერთის სახელზე იყო აგებული პართენონის ტაძარი?
პართენონის ტაძარი ათენში ათენას ტაძარი იყო, სადაც ათენის მოსახლეობა ყოველწლიურად ძღვენს წირავდა თავის მფარველ ქალღმერთს. სწორედ ეს პროცესიაა გამოხატული მის კედლებზე რელიეფების სახით. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. ტაძარში ყოფნა ქურუმებს შეეძლოთ, მორწმუნეები კი ცერემონიებში მონაწილეობას ტაძრის ეზოში იღებდნენ. ამდენად, ტაძრის მორთვის ძირითადი ელემენტები თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიუჟეტური კომპოზიციები ფასადებზე იყო განლაგებული, რათა რიტუალში მონაწილე ადამიანებს ისინი აღექვა. პართენონი ითვლება ბერძნული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად და ის ასევე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია.
ვინ არის არის ცნობილი ნამუშევრის „ვენარას დაბადების“ ავტორი?
მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში იტალიელმა მხატვრმა სანდრო ბოტიჩელმა შექმნა „ვენერას დაბადება“. როგორც ცნობილია, სანდრო ბოტიჩელს ნახატი მედიჩების მდიდარი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დაუკვეთა.
რომელ ტაძარშია გამოსახული ცნობილი მოზაიკა, ღვითისმშობელი ყრმით?
მოზაიკა აია სოფიას ტაძარში, საკურთხევლის კონქშია განთავსებული. სოფიას ტაძრის პირველი მოზაიკური ციკლი IX საუკუნეში შეიქმნა. აია სოფია ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიაა. აია სოფია კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ გადაკეთდა მეჩეთად. 1930-იანი წლებიდან ის მუზეუმად ფუნქციონირებდა, თუმცა 2020 წლის ივლისში თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მუზეუმის სტატუსი გაუუქმდა და ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.
სად აღმოაჩინეს ტერაკოტის ჯარისკაცების არმია?
8000-ზე მეტი ნატურალური მასშტაბის, გამომწვარი თიხის, ტერაკოტისაგან დამზადებული ჯარისკაცების და მათი ცხენების ქანდაკებები ჩინეთში, ქალაქ სიანის მახლობლად 1974 წელს აღმოაჩინეს. ტერაკოტის არმია მდებარეობს ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა ძვ. წ. 210 წელს. ისტორიკოსების ცნობით, მავზოლეუმზე მუშაობა სავარუდოდ დაიწყო ძვ.წ. 246 წელს. ადამიანებისა და ცხენების ტერაკოტის ქანდაკებები ნატურალური ზომისაა და პროპორციები მკაცრად არის დაცული. მეომართა სახეები და მთლიანად თავები განსაკუთრებული ოსტატობითაა შესრულებული.
რომელი ცნობილი არქიტექტურული ძეგლის გუმბათია სურათზე გამოსაული?
პანთეონი - ყველა ღმერთის ტაძარი რომში ანტიკური რომის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და ის მეორე საუკუნით თარიღდება. მისი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია გუმბათი, რომელიც საყრდენების გარეშეა აშენებული და მისი ჭრილი გუმბათის ცენტრში, საიდანაც სინათლე შემოდის ტაძარში.
რის სიმბოლოდ ითვლება თაჯ მაჰალი?
მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთში მდებარეობს და ის მე-17 საუკუნეშია აგებული. ის აშენდა მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის დაკვეთით, რომელიც მან თავის მეუღლეს მიუძღვნა და ის მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.
რა დანიშნულება ჰქონდა ფოტოზე გამოსახულ ნაგებობას?
წყალსატარი, არხი, წრომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება დასახლებული პუნქტებისაკენ. ანტიკური ხანის საინჟინრო მიღწევებს შორის რომაული აკვედუკები ყველაზე გამორჩეულია.
რისი სიმბოლო გახდა მიქელანჯელოს „დავითი“?
„დავითი“ არის რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა მე-16 საუკუნის დასაწყისში. მისი სიმაღლე შეადგენს 5,17 მეტრს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. ქანდაკება ფლორენციის საკათედრო ტაძარზე უნდა განთავსებულიყო. „დავითი“ გახდა ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო და შემდეგში, ზოგადად თავისუფლების სიმბოლო გახდა. „დავითი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია მიქელანჯელოს შემოქმედებაში.