WSJ: გაეროში აშშ-ის რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსორი საქართველოა - ტექსტში რუსეთი დადანაშაულებული არაა

პუბლიკა

Wall Street Journal-ის ცნობით, გაეროში უკრაინაზე ამერიკის რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსორი ქვეყანა საქართველოა. „საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს გალღვა“ – წერს გამოცემა.

საერთაშორისო მედია იუწყება, რომ აშშ-ის პროექტით რუსეთი დადანაშაულებული არაა, ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და მწუხარებას გამოთქვამს „სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგებისთვის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“.

მედია წერს, რომ შემცირებული, სამპუქტიანი აშშ-ის პრეოქტი არღვევს წინა ვერსიის ტონს, თავს არიდებს რუსეთის დადანაშაულებას და მოსკოვს კონკრეტულ მოთხოვნებს არ უყენებს.

WSJ-ს ცნობით, პარასკევამდე აშშ მუშაობდა ევროპელებთან 21-პუნქტიან უკრაინის რეზოლუციის პროექტზე, რომელიც აღწერდა ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის დამანგრეველ გავლენას და სხვა საკითხებთან ერთად პასუხისმგებლობას ითხოვდა ომის დანაშაულებზე.

პარასკევს, გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა უკრაინას გაეწვია ეს  პროექტი, რაზეც ომში მყოფმა ქვეყანამ უარი თქვა.

უკრაინას რეზოლუცია ყოველწლიურად შექავს მას მერე, რაც რუსეთმა 2022 წელს ომი დაიწყო.

Reuters წერს, რომ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ვაშინგონის რეზოლუციის პროექტს „კარგი ნაბიჯი“ უწოდა. მისი თქმით, თუ გაერო რუსეთის შესწორებას გაითვალისწინებს, ქვეყანა შტატების რეზოლუციას მიცემს ხმას.