პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, წუხელ საგარეჯოს პოლიციასთან პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა დააკავეს. პარტიის ირწმუნება, რომ ფარულავა სიმღერა „მიშა მაგარიას“ გამო დააკავეს.
„გუშინ საგარეჯოს პოლიციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართელოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნი ჩართეს, ასევე ჩართეს სიმღერა „მიშა მაგარია“, რაზეც გაღიზიანდა დეპარტამენტის უფროსი, დაიწყო მოლაპარაკებები, რომ სიმღერა გამორთულიყო, მაგრამ უარის მიღბის შემდეგ სცადა ძალით გამოერთო, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი გიორგი ლომიძე დააკავეს“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პარტიის ინფორმაციით, ლაშა ფარულავა ზაჰესში, წინასწარი მოთავსების განყოფილებაშია გადაყვანილი და „როგორც ოჯახს აცნობეს სასამართლო დღეს ჩატარდება“.