ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ. ის ამბობს, რომ გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ ქონება მიიტაცა თავისი კომპანიის სასარგებლოდ.
„საუბარია ქონებრივი უფლებების დათმობაზე „რუსთავი 2-ის“ საზიანოდ და საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ, რაც დაახლოებით 7 მილიონ ლარამდეა. საქმე გვაქვს იმასთან, რომ იგივე ხალხი, ვინც მაშინ ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ არ არის მიტაცებული, სახელმწიფო „რუსთავი 2-ს“ ერჩის, დამოუკიდებელი სიტყვის გაუქმება სურთ, ახლა ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცებია კომპანიის კუთვნილი თანხა, საკუთარი ინტერესებისა და კომპანიის სასარგებლოდ. ჩვენ მაინც მოვიგეთ სტრასბურგში და ყველამ დაინახა, რომ „რუსთავი 2-ის“ დახურვას და თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლასთან არავინ აპირებდა.“ – განაცხადა წულუკიანმა.