წულუკიანი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე ხვალ უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ დაასახელა.

რაც შეეხება სხვა კომიტეტებს:

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი;
  • საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
  • აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნოკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია;
  • ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დიმიტრი ხუნდაძე;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.