საქართველოს პარლამენტში დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. მან თავის გამოსვლაში ლიტერატურულ პრემიებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო წელსაც გაგრძელდება ინიციატივები ლიტერატურულ პრემიებთან დაკავშირებით.
მისი თქმით მომავალ წელს იქნება, მინიმუმ, 5 სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი, ერთ-ერთი კი მიეძღვნება სპეციალურად ქალ მწერლებს.
თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანაშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამინისტრო ინსტრუმენტია, რომ მწერლებს ჰქონდეთ მეტი მხარდაჭერა.
„თავად მე არ ვაპირებ რომანების და ლექსების წერას, შესაბამისად, ჩემგან არ არსებობს არავითარი საფრთხე და არც იმის სურვილი რომ ვინმე შევაფასო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.