წულუკიანის კომისია გვარამიას, ვაშაძესა და ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მეორედ მიმართავს

პუბლიკა

წულუკიანის კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“,  „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების – ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა დღეს მიიღეს.

სხდომაზე კომისიის წევრები შეთანხმდნენ, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის  უარის გამო, დაეკმაყოფილებინათ კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვასთან დაკავშირებით, საქმე გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში.