დღეს ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა სია.
განაცხადების მიღება 20 ივლისს დასრულდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი შემოვიდა.
(ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის მონაწილეთა გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.)
კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა მწერალმა ტორესა მოსიმ.
“გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.
წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან”. – ამბობს მწერალი.
პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს.