თბილისის მერიის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დიდ დიღომში დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის განახლებას საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
მერიის განცხადებით, ამჟამად, „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადები დატბორილ ქუჩებს წმენდენ.
„დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები წუხანდელი ღამიდან მიმდინარეობს წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა“, – აცხადებს თბილისის მერია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თბილისში წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო ცხელ ხაზზე 100-მდე შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდებოდა.