წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, რომ გაიტანონ თავი დღის ბოლომდე - კახა კალაძე

პუბლიკა

„მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით დაძაბონ სიტუაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე.

„ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, მოხდეს უბნების არევა. ეს არის რადიკალური ძალები, რომლებიც განწირულია, იციან, რომ მათ არავითარი შანსი არ აქვს და ამ პატარა, წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, რომ რაღაც შექმნან სურათი – როგორც წინა დღეებში პირადობებზე ჰქონდათ აქცენტი და გამოიკვეთა, რომ ეს იყო ტყუილი – ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან, გაიტანონ თავი დღის ბოლომდე”, – განაცხადა კალაძემ.

დამკვირვებლების ინფორმაციით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არის ერთ ამომრჩეველზე 2 ბიულეტენის გაცემის შემთხვევები. დამკვირვებლების თქმით, ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლოა იმის გამო ხდებოდეს, რომ ფურცელი, რომელზეც ბიულეტენია დაბეჭდილი, თხელია და ერთმანეთს ეწებება. ამასთან, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-9 უბანზე დაპირისპირება იყო.