www.time.ge - უნიკალური სივრცე, შენს სურვილებსა და კომფორტზე მორგებული სივრცე

რეკლამა

www.time.ge – ესაა საათების, სამკაულებისა და აქსესუარების ცნობილი და საიმედო ბრენდის, მაღაზიათა ქსელ Time-ის ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინებს უკვე თითქმის 10 წელია აჭარბებს. Time.ge ნათელი მაგალითია პროდუქციის, სერვისის და მომსახურების ისეთი მაღალი სტანდარტების შეთავაზებისა, რომლის თანახმადაც მომხმარებელს არსებულ რეალობაში, პრაქტიკულობისა და მოდის, სურვილებისა და საჭიროებების აბსოლუტურ  სინერგიას სთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, თაიმი განვითარებას და მომხმარებლისთვის მუდამ ახლის, უკეთესის შეთავაზებას არასდროს წყვეტს. 

TIME-ის მაღაზიათა ქსელი, დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 ლოკაციაზე არის წარმოდგენილი და სხვადასხვა სამკაულებისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, საყურეების, ბეჭდების, სამაჯურების, ყელსაბამების, საფულეების, სმარტ საათების, ბროშების, კალმების, ჩარმების, კულონების და სხვა ნივთების ფართო სპექტრს სთავაზობს ყველა ტიპის მომხმარებლებს, განურჩევლად გემოვნების, სტილის, სქესის თუ ბიუჯეტისა.  

Time როგორც ფიზიკურ სივრცეებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე www.time.ge-ზე აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა PANDORA, Casio, Hamilton, Certina, Fossil, Emporio Armani, Armani Exchange, Michael Kors, DKNY, Skagen, Diesel, Timex, Citizen, Claude Bernard, Esprit, Pierre Cardin, Guess, Gucci, Gc, Luminox, Tommy Hilfiger, Cluse, Just Cavalli, Brosway, Rebecca, Ti Sento, Oliver Weber, Les Georgettes, Ania Haie, Isharya, Jos Von Arx, Parker, Wolf და სხვებს. 

ონლაინ შოპინგის გამოცდილება თაიმმა COVID19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისში დააგროვა, როდესაც მომხმარებლებისთვის ახალ რეალობაზე მორგებული სერვისების შეთავაზება გახდა აუცილებელი. მათი საჭიროებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიამ პანდემიაში მალევე მოახერხა  Time-ის ინტერნეტ მაღაზიის ახალი პლატფორმის www.time.ge-ს ამოქმედებაც. პლატფორმა უკვე მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს და საკუთარი შენაძენებისა თუ სასაჩუქრე ნივთების შერჩევაც ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. მეტიც, www.time.ge-ზე შოპინგი უფრო მომგებიანია, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია მომხმარებლებს Online Exclusive-ის ფარგლებში დამატებით ფასდაკლებებსაც სთავაზობს.

თუ საჩუქრის შეძენა გსურთ და კონკრეტული ნივთის შერჩევა გიჭირთ, www.time.ge-ზე უმარტივესად შეგიძლიათ სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა, 100 ლარის ღირებულებიდან, რითაც დარწმუნდებით, რომ საჩუქრის ადრესატი აუცილებლად იმ ნივთს შეიძენს, რომელიც მოეწონება, გაუხარდება ან სჭირდება. რაც მთავარია, შენაძენი მას სამახსოვროდ სწორედ თქვენგან ექნება.