„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წყალმომარაგების სისტემაზე გადაუდებელი სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ადრე დასრულდა. კომპანიის განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.
„წყალმომარაგების სტაბილურობისთვის პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე ახლით შეიცვალა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი.
წყალმომარაგება აღდგენილია ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირზე, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებზე.
ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება და რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად აღდგება“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლებისთვის თავდაპირველად დაგზავნილი შეტყობინებები მიხედვით, აღნიშნულ უბნებში წყალმომარაგება დაახლოებით 30 საათის განმავლობაში იზღუდებოდა.