წყალტუბოში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით დაიღუპა - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ოჯახიდან ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაცია პოლიციაში არ შესულა.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომდა ფაქტი, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი ერთ-ერთი დაშავებული, 1988 წელს დაბადებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხულნი არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები. გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, – ამბობენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)  და 11 პრიმა 188-ე მუხლებით (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები შემთხვევასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ.