გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება არალეგიტიმურია - გოცირიძე

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.

ის წერს, რომ აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება ძალის არალეგიტიმური გამოყენება იყო.

„არაპროპორციული არ ჰქვია წყლის ჭავლის გამოყენებას, ეს იყო ძალის არალეგიტიმური გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. არაპროპორციული ნიშნავს, როცა გაქვს ძალის გამოყენების უფლება და იყენებ გადამეტებულ ძალას. გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება არის არალეგიტიმური, როცა არა გაქვს ძალის გამოყენების უფლება”, – წერს გოცირიძე.

ის წერს, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და წყლის ჭავლი გაუშვეს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

„თან ეს გააკეთეს გაფრთხილების გარეშე. მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმართ არც დაბალი, არც მაღალი ინტენსივობის ძალის გამოყენების უფლება არავის არა აქვს, მით უმეტეს გაფრთხილების გარეშე”, – წერს კონტიტუციონლისტი სოციალურ ქსელში.

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიდინარეობს. აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.