„წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული“ - უჩა ნანუაშვილი

პუბლიკა

ყოფილი სახალხო დამცველი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმაურება.

„წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან! ეს არის უკვე ძალის გადამეტება.

არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიდინარეობს. აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დასასშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.