წყნეთში 15 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა და სკვერში თამაშობდა, როდესაც დენმა დაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოც, თუმცა ბავშვი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.