ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, განაცხადა, რომ მისი სახელმწიფო არ ცნობს ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რადგან ერების თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს.
„გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს.
და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა