ყაზახეთის საგარეო: თინა კანდელაკს ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალება

პუბლიკა

კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა თქვა.

„სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. სავარაუდოდ, მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს, არ შემოვუშვებთ“, – თქვა სმადიაროვმა.

თინა კანდელაკმა ყაზახებს მანქურთები უწოდა. პოსტი მან Telegram-ზე დაწერა.