ყიფიანი: ამაზე შორს თუ წავედით, სხვა ფაქტების დასახელების მიზნით ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედი“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კომენტარს ავრცელებს. ადვოკატის თქმით, ივანიშვილს ფინანსური აქტივები მხოლოდ ტრასტში აქვს, სადაც პრობლემები მიზანმიმართულად შეუქმნეს. მისი თქმით, „ნებისმიერ გლობალური ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა“, – ამბობს ყიფიანი.

„ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი და მე შემთხვევით არ ვამბობ გლობალურ ინსტიტუტს, ვინაიდან ნებისმიერ გლობალური ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჩვენ ვთქვით კიდევაც განცხადებაში, რომ ჯერჯერობით ამაზე შორის არ მივდივართ და ამაზე შორს თუ წავედით, სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს.“ – ამბობს ყიფიანი.

ადვოკატი განმარტავს, რომ ივანიშვილს ფინანსური აქტივები მხოლოდ ტრასტში აქვს და „საუბარი იმაზე, რომს სხვაგან სადმე, ან სანქციის, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვის სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, ეს თავიდანვე საფუძველს გამოცლილია“

„თუ საუბარია იმაზე, რომ ბატონ ივანიშვილს აქვს გარკვეული აქტივები საქართველოში, აქ რაიმე შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზულია. ბატონ ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც შეზღუდვაზე საუბარი ჩემი აზრით გამორიცხულია. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, რომ სადმე მას აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელია, რომ ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ განხორციელდება შეზღუდვები, გაგვიზიაროს ეს ინფორმაცია.

მე დასკვნებით გელაპარაკებით, ვინაიდან ვარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ იერიში მიტანილია იმ მისამართით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ვარ მუდმივ კავშირში და მუდმივ კონტაქტზე ბატონ ივანიშვილთან, მინდა კიდევ ერთი მიმართვა გავაკეთო საზოგადოებისადმი, რომ ამ საკითხს ჩვენ ვუდგებით აბსოლუტურად მშვიდად, არანაირ ქაოსს ჩვენი მუშაობის დინამიკაში ადგილი არ აქვს. ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად მივყვებით ამ თემებს. მე მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივი პროცედურებით წლის ბოლომდე ამ საკითხსაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

7 ივლისს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა იურიდიულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან, Credit Suisse-საგან წერილი მიიღო. წერილში განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან ვალდებულებები, რის გამოც ტრასტი (ნდობით აღჭურვილი მმართველი) ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.