დაკავებულია ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

„გიდასტურებთ, რომ დაკავებულია ოთარ ფარცხალაძის ძმა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს,  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას“, – განუცხადეს „პუბლიკას“ შსს-ში.