ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სხვა დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.