ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში - კუბილიუსი

პუბლიკა

„ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ ნამდვილად. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში“,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„როგორც წესი, თუ არსებობს რაიმე ბრალდებები რაღაც დანაშაულზე, ეს ბრალდებები უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ. სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენის საჭიროა. რომ ის ციხეში იყოს, ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართალზე და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება.

ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ“,- აცხადებს კუბილიუსი. [„ფორმულას“ თარგმანი]

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.