ყოფილი პრეზიდენტის წამება საზარელი და უგულოა - ნავალნი სააკაშვილზე

პუბლიკა

პუტინის პატიმარი, რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი მიხეილ სააკაშვილზე წერს.

მისი თქმით, იგი არ იცნობს სააკაშვილს, არასოდეს შეხვედრია, არ მისი გუნდის ორმელიმე წევრს იცნობს და არავის უთხოვია მისთვის რამის დაწერა.

ნავალნი ბოდიშს იხდის 2008 წელს მის მიერ ქართველებისადმი გამოყენებული შეურაცხმყოფელი ეპითეტის გამო, ნავალნი წერს, რომ იგი ცხინვალში მისი მეგობრისადმი გახსნილი ცეცხლის შესახებ გაგებული ამბის გავლენის ქვეშ იყო.

ნავალნი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წამება საზარელი და უგულოა. რომ ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება.

იგი ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციაზე საუბარი სისულელეა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ქრისტიანული ნაბიჯი და შეიწყალოს იგი.

ნავალნი წერს, რომ სჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. „ეს არის მაგარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი აყვავებისთვის”. – ამბობს პუტინის პოლიტიკური პატიმარი.