საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის დასავლეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის და სიცოცხლის გადაჩენის შესახებ 150-ზე მეტი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი აწერს.
ინფორმაციას ამის შესახებ prnewswire.com ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არაერთი სამედიცინო ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოში მისი მკურნალობა ვერ მოხერხდება.
ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის არასწორად გამოყენების მსხვერპლი.
განცხადების მიხედვით, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხის საკანში გარდაიცვლება, ეს შიდა და საგარეო პოლიტიკის მხრივ ზიანს მოიტანს.
განცხადების ტექსტზე ხელმომწერთა შორის არიან:
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წწ
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, NGIC-ის თანათავმჯდომარე, ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წწ .
ჰიკმეტ ჩეტინი, დიდი ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარე 1997-1999 წლებში, ვიცე-პრემიერი 1995, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-1994 წწ .
მარია ფერნანდა ესპინოზა, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე პრეზიდენტი
იან ფიშერი, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი2009-2010 წლებში
უოლტერ ფუსტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი 1993-2008 წწ.
ჩირილ გაბურიჩი, მოლდოვის პრემიერ მინისტრი 2015წ
მლადენ ივანიჩი , ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდენტი 2014-2018 წწ
ტოომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის პრეზიდენტი 2006-2016 წლებში
ივო იოსიპოვიჩი , ხორვატიის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში
იადრანკა კოსორი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი 2009-2011 წლებში
ალექსანდრე კვასნევსკი, პოლონეთის პრეზიდენტი 1995-2005 წლებში
ივ ლეტერმი, ბელგიის პრემიერ მინისტრი 2008, 2009-2011 წწ .
ზლატკო ლაგუმძია, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერ მინისტრი 2001-2002 წლებში, ვიცე-პრემიერი 1993-1996, 2012-2015 წწ.
იგორ ლუკშიჩი, მონტენეგროს პრემიერ მინისტრი2010-2012 წლებში
როზენ პლევნელიევი, ბულგარეთის პრეზიდენტი 2012-2017 წწ
პეტრე რომანი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი 1989-1991 წლებში, პარლამენტის თავმჯდომარე 1996-1999 წწ.
ლაიმდოტა სტრაუჟუმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2014-2016 წწ
პეტარ სტოიანოვი , ბულგარეთის პრეზიდენტი 1997-2002 წლებში
ისმაილ სერაგელდინი , NGIC-ის თანათავმჯდომარე, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი 1992-2000 წწ.
ბორის ტადიჩი, სერბეთის პრეზიდენტი 2004-2012 წლებში
ფილიპ ვუიანოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი 2003-2018 წლებში
რაიმონდს ვეიონისი, ლატვიის პრეზიდენტი 2015-2019 წწ
ვიქტორ იუშჩენკო , უკრაინის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში, პრემიერ-მინისტრი 1999-2001 წწ.
ვალდის ზატლერსი, ლატვიის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში
მასალის ბოლოს აღნიშნულია, რომ მას ავრცელებს GP International (DBA GlobalPoint International) გიული ალასანიასთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით.