ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს და ამისთვის ჩვენს ქცევაში რამე უნდა შევცვალოთ - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობამ ქცევა უნდა შეიცვალოს.

„მოსახლეობაში არ გაჩნდა იმის განცდა, რომ ვდგავართ უდიდესი რისკის წინაშე ძალიან მძიმე პერიოდში. ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს და ამისთვის ჩვენს ქცევაში რამე უნდა შევცვალოთ.  მე ვერ ვხედავ, რომ მოსახლეობამ რადიკალურად შეცვალა შეკრებებისადმი და პირბადეებისადმი დამოკიდებულება. უნდა გაიაზრონ რამხელა რისკია პირადად მათთვის და ქვეყნისთვის”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, გამოვლინდა კორონავირუსის  4 778 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აიცრა 25 670 ადამიანი.

სულ ჩატარებულია 1 184 306 აცრა. ერთი დოზით აცრილია 790 542 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.7%; სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.