ყოველდღიურად ვიკრიბებით პრემიერთან - თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების საბჭოზე

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ შეიკრიბა ამ დრომდე უსაფრთხოების საბჭო, განაცხადა, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან პრემიერთან.

„ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ვიკრიბებით პრემიერთან და გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს.

ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი და 2021-2025, ოთხწლიანი გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ, ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტები.

ასევე, იცით თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრის 2019 წლიდან პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ესეც არის ჩვენი პრიოროტეტი და დარჩება, რა თქმა უნდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.