ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ყოველ მესამე ადამიანს ხშირად საკუთარი თავისთვის, ან ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ  ჰქონდა.

კითხვაზე, ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ თქვენთვის, ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად ფული არ გქონდათ, რაზეც საქართველოს მოსახლეობის 30% პასუხობს, რომ ყოველთვე ან უფრო ხშირად არ ჰქონდა ფული საკვების საყიდლად; 29% ამბობს, რომ უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე, ხოლო 39% ამბობს, რომ ბოლო 12 თვეში არ ჰქონია ასეთი შემთხვევა. 


კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.