საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება ყოველი ისეთი ნაბიჯის შემდეგ, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება.
„ყოველი ნაბიჯით, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ, ყველასთვის ნათელია, რომ ახლა დრო უკიდურესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით შეკითხვას, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნულის შეფასებაზე უარი განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით რამე შეფასებას არ გავაკეთებ. მე მხარეებს შორის შუამავალი ვარ და არა – მოსამართლე“, – აღნიშნა ჰარცელმა.
კარლ ჰარცელის განცხადებით, ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი, თუმცა, მისივე თქმით, დიპლომატები მზად არიან, იმუშაონ პარტიებს შორის საერთო პოზიციის მოსაძებნად.
„ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას.
ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს. ჩვენ ვეცდებით, გავაგრძელოთ მათი დახმარება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა შანსი ნამდვილად არის“, – განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩი ფასილიტატორების მიმართ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებასაც გამოეხმაურა: