„ყოყმანი დავასრულე, არჩევნებში მონაწილეობის მომხრე ვარ" - ალეკო ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის თვითმმართველოსბის არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა.

„ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მას შემდეგ რაც ბადრის და მამუკა ხელბორკილები დაადეს. მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს, მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ“, – თქვა ელისაშვილმა.

„ეს ხალხი იძახდა, რომ მოდი, ვიმსჯელოთ, ეს მოდი ვიმსჯელოთ, ეს რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენ ერში. რა გახდა, რომ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ“, – ამბობს იგი.

მის თქმით, ის ხან ეთანხმებოდა მონაწილეობას, ხან არა.

„ხან ვეთანხმებოდი, ხან არა, ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ახლა კი ვარ ამ პოზიციაზე, ის ხალხი, ვინც არიან ციხეში, არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, მჯერა, არ მჯერა, მორჩა, გათავდა, მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა“, – ამბობს ელისაშვილი.