კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი, ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ 500 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია, თუმცა ანგარიშები დაუყადაღეს.
ყურუას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე ეხება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს, რომლის დროსაც აქციის არაერთი მონაწილის წინააღმდეგ აღიძრა საქმე აღნიშნული მუხლით.
„500-ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს, არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება. დიდი ხანი გავიდა მაგის მერე და ახლა ანგარიშები დამიყადაღეს, თან 50 ლარი ჯარიმა დამიმატეს რატომ არ გადაიხადეო. თქვე ოჯახ აშენებულებო, გეთქვათ და ვიხდიდი იქნებ თავის დროზე”, – წერს ყურუა სოციალურ ქსელში.