ყვარელში აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

პუბლიკა

ყვარელში, მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის, სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.

აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესწროლეს „ყვარლის ტბის“ ტერიტორიიდან გამოსულ მიკროავტობუსებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 20-მდე ადამიანი.

„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.

დაკავებულებზე ინფორმაცია შსს ჯერ არ გაუვრცელებია.

ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დიღმელაშვილი.

გურჯაანის საკრებულოს წევრი ენმ რამაზ ქერეჭაშვილი. ყვარლის საკრებულოს წევრი ენმ- დან ნიკა ღონიაშვილი. ენმ – ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე. ენმ-ის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია.