ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, რომ „სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.”
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.