ყვარელში, ბანკში მყოფი თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა და დაკავებულია შეიარაღებული პირი, რომელსაც ყვარელში, ბანკში მძევლები ჰყავდა აყვანილი.

უწყების წარმომადგენლის ქეთი კოვზიაშვილის თქმით, წარმატებით დასრულდა სპეცოპერაცია და პირი განეიტრალებულია. მისი თქმით, დეტალებზე და გამოძიების მიმდინარეობაზე მოგვიანებით გაკეთდება განცხადება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მძევალი თავისუფალია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.