ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩემმა წინამორბედმა მოამზადა, ძალაში დარჩება - იოსელიანი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის სურვილი იქნება, ის მას აუცილებლად შეხვდება.

სახალხო დამცველმა დღეს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი რომელიც მომზადდა  მიხეილ სააკაშვილის თუ სხვა საქმეების შესახებ წინამორბედი სახალხო დამცველის მიერ, დარჩება ძალაში.

„ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, მასაც აუცილებლად მოვინახულებ.

რაც შეეხება ყველა დასკვნასა და დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ ვაპირებ რაღაცების გამოთხოვას ან რაღაცებზე უარის თქმას. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებულ იქნა ჩემი წინამორბედის მიერ, დარჩება ძალაში” – განაცხადა იოსელიანმა.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თვეებია საუბრობენ და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.