საქართველოს საპატრიარქო ყველა ეკლესია-მონასტერს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტაძრებში უსაფრთხოების წესების დაცვის უზრნველსაყოფად კურთხევას აძლევს.
„ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები.“