„მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მინდა. მრევენ პოლიტიკაში, თავი დამანებონ. იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. ხომ ახსოვთ, რატომ ვერ მახლეს ხელი, რადგან ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება”. – ამბობს დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.
ის არ აზუსტებს, ვის გულისხმობს და ამბობს, რომ თავად კარგად იციან.
მისი თქმით, ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში. –„რაღაც ვიცით ჩვენც. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით. მათ უფრო უჭირთ. მე ყველასგან მივიღებ რჩევას ცხადია, აქ მარტო კი არ ვმუშაობთ. აქ მთელი გუნდი მუშაობს.
თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცს. ტესტებს აქვს თავისი გამოყენების აზრი და დრო. მე ხომ არ დავიწყებ ღია გაკვეთილებს. არ მაქვს დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო, სხვა დროს სიამოვნებით.
ა, ბატონო უნდოდათ ტესტები, არის ბაზარზე. იკეთონ ახლა და იყვნენ“. – ამბობს პაატა იმნაძე.
„სწრაფი ტესტით ვირუსი დღეს რომ არ აღმოაჩნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. შესაძლოა, ავად იყო და ამ ტესტმა ვერ დაიჭიროს. ეს ტესტი დადებითი გახდება, ავად რომ გახდებით მეხუთე, მეექსე, მეშვიდე დღეს“, – ამბობს პაატა იმნაძე.
„ახლა ამისი დრო ლექცია ვატარო – რა არის ანტიგენის სწრაფი ტესტი, რა არის ანტისხეულის სწრაფი ტესტი, რა არის დაჩქარებული PCR გამოკვლევები, რომელია კლასიკური PCR გამოკვლევები… არ შემიძლია ახლა ამ ლექციების კითხვა. იცით, რაშია საქმე ახლა? ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, ახლა მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის, არა?! საქმე არა აქვს ამ ხალხს?! – ამბობს იმნაძე.