შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის და სამუშაოები მიმდინარეობს.
„ქარი იყო გუშინ და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა, გადავიდა მეორე მთაზე. დღესაც არის პატარ-პატარა კერები, არის აქტიური კერები. მუშაობენ, დაახლოებით 1 200 კაცზე მეტია, შსს-ს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის წარმომადგენლები, ასევე ტექნიკა, 110-120 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც მუშაობენ გზის გაყვანაზე, რომ მივუდგეთ.“
მისივე თქმით, თუ ქარი არ ამოვარდება, ხვალისთვის უკეთესი სიტუაცია იქნება.
„თუმცა ლოკალიზებული გვაქვს, სოფლებთან გვაქვს დაკეტილი, მანქანები არის მობილიზებული, რომ სოფლებში არ გადავიდეს. ქარი თუ არ ამოვარდა, ამ შემთხვევაში, უკვე დაბალი კერები გვექნება ხვალ“,- განაცხადა გომელაურმა.