ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი დაკავებულია - შსს

პუბლიკა

„ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი დაკავებულია“ – ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს.

დღეს, 19:00 საათისთვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა პირი, რომელმაც 9 ადამიანი მძევლად აიყვანა.


სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტში შეიკრიბონ დეპუტატები და მიიღონ სამი კანონი.

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა თავდამსხმელი