კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა ეპიფანემ მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომა სახლში აღნიშნონ.
„ჩვენ ყველა მორწმუნეს მოვუწოდებთ, სახლში აღნიშნონ აღდგომა. ჩვენ ვიზეიმებთ აღდგომას ერთად ისე, რომ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. შესაბამისად, ჩვენ ერთად ონლაინრეჟიმში აღვავლენთ ლოცვას”, – განაცხადა უკრაინის ეკლესიის მეთაურმა.
მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ღვთისმსახურებათა საერო პირების გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება 24 მარტს დისტანციურ რეჟიმში გამართულ სხდომაზე მიიღო.