„ერთ თვეში, თვე-ნახევრში, ჩვენ თუ შევძელით ყველა პირობის დაცვა, ნამდვილად კეთილსაიმედო სცენარი გვექნება”. – ამბობს „ტელეკომპანია პირველთან“ კაკი ზოიძე, უმრავლესობის ყოფილი წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი.
ის ამბობს, რომ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი უნდა დავიცვათ. ასევე, საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკა გვერდზე უნდა გადავდოთ და რითაც შეგვიძლია, ერთმანეთს დავეხმაროთ.
„ვინ რა დააშავა, ამის გარჩევას მერე დავიწყებთ, როდესაც პანდემია გადაივლის, ახლა კი, ვისაც რა შეუძლია, მობილიზება უნდა მოვახდინოთ. მე, მაგალითად, ვფიქრობ, თუ საჭირო იქნება, ექთნად მაინც შევეხიდო სისტემას. თუ რაიმე ხარვეზი დავინახეთ, მივუთითოთ კეთილგანწყობით და საქმიან ატმოსფეროში“, –ამბობს ზოიძე.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პროცესს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გავივლით და იმ ტრაგედიის ყურება არ მოგვიწევს, რასაც ვხედავთ ამერიკაში, ეპანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.
„თვალებში ვუყურებ კოლეგებს, რომლებიც იქიდან გვერთვებიან. და რაოდენი, უზარმაზარი მსოფლიო სევდაა მათ თვალებში, რადგან უამრავი ადამიანის სიკვდილი ნახეს, რომელთა გადარცენა შეეძლოთ და ვერ გადაარჩინეს“, – ამბობს ზოიძე. მისი თქმით, ახლა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.